05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
ფხენიანს ბირთვული პროგრამა არ შეუჩერებია - გაეროს კონფიდენციალური ანგარიში

ფხენიანს ბირთვული პროგრამა არ შეუჩერებია და ბალისტიკური რაკეტებზე მუშაობას განაგრძობს - ამაზეა საუბარი გაეროს კონფიდენციალურ ანგარიშში, რომელიც სააგენტო როიტერსმა მოიპოვა.

მოხსენება დამოუკიდებელმა ექსპერტებმა მოამზადეს. ისინი 6 თვის განმავლობაში გაეროს სანქციების შესრულების პროცესს უწევდნენ მონიტორინგს.

დოკუმენტის თანხმად, ჩრდილოეთ კორეამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის რადენიმე პუნქტი დაარღვია, მათ შორის არ შეუჩერებია ბირთვული ობიექტების მუშაობა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვა.

149-გვერდიანი ანგარიშით ირკვევა, რომ ფხენიანი სირიის რეჟიმთან თანამშრომლობს და იემენში მეამბოხე ძალებს იარაღს აწვდის.

ანგარიშის თანახმად გაირკვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები რუსეთმაც დაარღვია. იქ ამ დრომდე მუშაობენ ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეები, რის გამოც ვაშინგტონის კრიტიკა დაიმსახურა.

ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოს რუსული ბანკის სანქციების სიაში შეყვანის თხოვნით მიმართა.

დღის ამბები