05 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
"ჰამასის" ლიდერების მიერ ზავის დადების მიუხედავად, ღაზას სექტორში ვითარება დაძაბულია

ახლო-აღმოსავლეთში ვითარება ისევ დაძაბულია - ჰამასის ლიდერების მიერ ზავის დადების მიუხედავად, აქტვისტებმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ისევ სცადეს ისრაელის ადმინისტრაციული საზღვრის გარღვევა, რასაც სამხედროებთან შეტაკებები მოჰყვა.

დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 1 პალესტინელი აქტივისტი, 200-მდე კი დაშავდა.

ისრაელის სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნეს, რაც აქტივისტების ჯგუფმა ალმოდებული საჰაერო ბურთები გაუშვეს და საზღვარი გაარღვის, რის შემდეგაც ჯარისკაცების წინააღმდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობები გამოიყენეს.

თავდასხმის შედეგად დაშავდა რამდენიმე სამხედრო.

ე.წ. პალესტინელების დაბრუნების მარშში, რომელსაც ჰამასი ხელმძღვანელობს, 8 ათასამდე აქტივისტი მონაწილეობდა. 

დღის ამბები