05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
იემენში, ავიაიერიშის შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა

იემენში, ავიაიერიშის შედეგად, 28 ადამიანი დაიღუპა. ამჯერად ავიაციის სამიზნე მეამბოხე ძალების მიერ კონტროლირებადი საპორტო ქალაქი გახდა.

დაიბობმა სტრატეგიული ობიექტები, რომელიც ადგილობრივებისთვის საკვებისა და მედიკამენტების მიწოდების მთავარ გზას წარმოადგენდა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ შეტევა ქალაქზე კოალიციურმა ძალებმა განახორციელეს, რომელსაც საუდის არაბეთი ხემძღვანელობს, თუმცა, კოალიციის სამხედრო სპიკერმა იერიშთან კავშირი კატეგიურილად უარყო და იერიშებში მეამბოხეები დაადანაშაულა.

თავის მხრივ ჰუსიტები აცხადებენ, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, კოალიციის იერიშების შედეგად, 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აჭარბებს. მათ შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეები არიან.

დღის ამბები