05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ძლიერი ტაიფუნი ჩინეთში - რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

ჩინეთის ცენტრალურ რეგიონს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. სტიქიამ ყველაზე მეტად შანხაი დააზარალა, სადაც ძლიერი წვიმებისა და ქარის გამო 134 თასმა ადგილობრივმა ევაკუაციის ბრძანება მიიღო.

ტაიფუნის გამო, დროებით შეწყდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, დაიხურა გარევაჭრობის ობიექტები და გადაიდო ავიარეისები.

სტიქიაა ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთშიც. უიგურის ავტონომიაში ორდღიან გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა და მსხვერლი მოჰყვა. დაიტბორა რამდენიმე სოფელი, განადგურდა ათასობით სახლი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

მაშველების განცხადებით, სტიქიას, სულ მცირე, 20 ადამიანი ემსხვერლა. რეგიონში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. 

დღის ამბები