05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
არიზონაში რამდენიმე დასახლებას ქვიშის შტორმმა გადაუარა

არიზონას შტატში განგაშია გამოცხადებული - რამდენიმე დასახლებას ქვიშის შტორმმა გადაუარა და ახლა სტიქია ქალაქ ფენიქსს უახლოვდება.

საგანგებო სამსახურმა მოსალხეობას ქუჩაში გასვლისგან თავის შეკავება ურჩია.

მათი ინფორმაციით, შტორმის ეპიცენტრში ხილვადობის პრობლემები იქნება, რის გამოც გაუქმდა ავია და სარიკინიგზო რეისები, მძღოლებს კი მაგისტრალებზე გადაადგილება აეკრძალათ.

რეგიონს ძლიერმა წვიმამაც გადაუარა, რასაც ზოგიერთ დასახლებაში წყალდიდობა მოჰყვა. დაიტბორა სახლები გზები, დაისეტყვა მოსავალიც.

დღის ამბები