05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
თავდასხმა ვენესუელის პრეზიდენტზე - ნიკოლას მადუროს მკვლელობა ასფეთქებლით დატვირთული „დრონებით“ სცადეს

ძლიერი აფეთქება მოხდა ვენესუელაში სამხედრო აღლუმის დროს. აფეთქების ხმა იმ დროს გაისმა როდესაც შეკრებილებს სიტყვით პრეზიდენტი მიმართავდა. მომხდარის გამო აღლუმში მონაწილე სამხედროები და მაყურებლები პანიკამ მოიცვა. დაშავდა 7 ჯარისკაცი. პრეზიდენტი და ხელისუფლების წარმომადგენლები უვნებლები გადარჩნენ.

ხელისუფლებამ აფეთქებას პრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობის კვალიფიკაცია მისცა. გამოძიების მტკიცებით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი ნივთიერებით აღჭურვილი დრონები გამოიყენეს.

ვენესუელის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავდასხმა იატაკქვეშა მეამბოხე ძალებმა მოაწყვეს, რომლებიც კოლუმბიის პრეზიდენტისა და შეერთებულ შტატების დაკვეთით მოქმედებენ.

განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს მედია. ჟურნალისტების ცნობით, აფეთქება კარაკასის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ერთ-ერთ ბინაში გაზის ბალონი აფეთქდა.


დღის ამბები