05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
დანიის პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის სრულად დაფარვისთვის 28 წლის ქალი დააჯარიმა

პირველი ჯარიმა ნიკაბის ტარებისთვის - დანიის პოლიციამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სახის სრულად დაფარვისთვის 28 წლის ქალი დააჯარიმა.

ინციდენტი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. მუსლიმ ქალს გამვლელმა გოგონამ ნიკაბის მოხსნა მოსთხოვა, რასაც ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ქალები პოლიციამ გააშველა რის შემდეგაც, ისლამის მიმდევარმა თავსაბურავი ისევ გაიკეთა. ის არც პოლიციელის მოთხოვნას დაემორჩილა, რომელმაც მას ნიკაბის მოხსნა მოსთხოვა, რის შემდეგაც ოფიცერმა მას ჯარიმა გამოუწერა. კანონდამრღვევი 150 დოლარით დაჯარიმდა.

ახალი კანონი დანიაში ძალაში ოთხშაბათს შევიდა. რეგულაციის თანახმად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იკრძალება სახის მთლიანად დაფარვა, ეს ეხება მუსლიმურ თავსაბურავებს, ნიღბებს და დიდი ზომის ქუდებს.

დღის ამბები