05 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
რუსეთში, ლგბტ საზოგადოების მომხრეთა აქცია დაკავებებით დასრულდა

რუსეთში, ლგბტ საზოგადოების მომხრეთა აქცია დაკავებებით დასრულდა. ასობით ადამიანი სანქტ-პეტერბურგის ცენტრში შეკრებას ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

ძალოვანებმა ისინი ძალის გამოყენებით დაშალეს და 30-მდე აქტივისტი დააკავეს. ოფიციალური პირების ინფორმაციით, აქცია არასანქცირებული იყო. აქტივისტები კი აცხადებენ, რომ მათ 9-ჯერ მიმართეს მერიას აქციის ჩატარების მოთხოვნით და სხვადასხვა მარშრუტი შესთავაზეს, თუმცა მუნიციპალიტეტმა არცერთი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

ლგბტ აქციის ორგანიზატორების თქმით, ქალაქის მერიამ ყველა შემთხვევაში უარის მიზეზად ქალაქში დაგეგმილი სარემონტო სამუშაოები დაასახელა.

დღის ამბები