03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ინტერფრაქციული ჯგუფი დღეს საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ხვდება

საარჩევნო გარემოს რეფორმაზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფი დღეს საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ხვდება.

არასაპარლამენტო პარტიების ლიდერები უილიამ ლაჰიუს იმ მოსაზრებებს გააცნობენ, რომელიც, მათი აზრით, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.

"გვაქვს შეხვედრა ნატოს წარმომადგენლობაში, რათა კონსოლიდირებული ძალით შევეცადოთ და შევცალოთ ის მახინჯი სისტემა, რომელიც საქართველოში არსებობს," - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" მთავარი კომიტეტის წევრმა მამუკა კაციტაძემ.

 

 

დღის ამბები