03 ოქტომბერი 2024,   06:34
ვრცლად
შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნა დაიწყო

შავ ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნა დაიწყო, რომელშიც მონაწილეობს ნატოს ექვსი სამხედრო ხომალდი.

ამის შესახებ ინფორმაცია ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

ინფორმაციის თანახმად,  სამხედრო სწავლებას ბულგარეთის, რუმინეთის და თურქეთის საზღვაო ძალები გადიან.  

წვრთნა ანტისაჰაერო და ნავსაწინააღმდეგო სამხედრო სწავლებას მოიცავს.

"შავ ზღვაში ჩვენს წევრებთან ერთად წვრთნა ჩვენ მოგვამზადებს იმისათვის, რათა შევასრულოთ ნატოს ნებისმიერი მისია, რაც კოლექტიური თავდაცვისთვის იქნება საჭირო," - განაცხადა ამერიკელმა ადმირალმა ბრედ უილიამსონმა. 

წვრთნა თვის ბოლომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ალიანსის სამხედრო ხომალდები ხმელთაშუა ზღვაში დაბრუნდებიან და რეგიონში პატრულირებას გააგრძელებენ. 

დღის ამბები