05 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ინდონეზიაში - სტიქიას კუნძულ ლომ-ბოკზე 91 ადამიანი ემსხვერპლა

სამაშველო სამუშაოები გრძელდება ინდონეზიაში. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ძლიერ მიწისძვრას კუნძულ ლომ-ბოკზე 91 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულების რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს. მიწისძვრამ დაზარალებულ რეგიონში ძლიერი ნგრევა გამოიწვია. ამ დრომდე შეფერხებულია ელექტრომომარაგება.

7 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები კუნძულ ბალიზეც იგრძნობოდა. გამოცხადდა ცუნამის განგაშიც, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება მოიხსნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ინდონეზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

უწყების ცნობით, საელჩო ბალიზე მყოფ ქართველებთან მუდმივ კონტაქტზეა.

დღის ამბები