05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
პორტუგალიაში ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

6 ადამიანი დაშავდა ტყის ძლიერი ხანძრის შედეგად პორტუგალიაში. ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში 800-ზე მეტი მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას უკვე მესამე დღეა ცდილობს.

ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც. მაშველებმა 100-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია მოახდინეს.

ხანძარმა უკვე გაანადგურა ათასი ჰექტარი ტყის მასივი, რამდენიმე დასახლებაში გადამწვარია საცხოვრებელი სახლები.

ხანძრის ჩაქრობას ძლიერი სიცხე აფერხებს. პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ, 47 გრადუსს მიუახლოვდა. 

დღის ამბები