05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციები ძალაში დღეიდან შევა

ირანის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სანქციები ძალაში დღეიდან შევა. 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან ამერიკის გასვლის შემდეგ, ვაშინგტონი ოფიციალურ თეირანს პირველ ეკონომიკურ შეზღუდვებს უწესებს.

სანქციები ავტომობილებით, ოქროთი და სხვა ძვირფასი ლითონებით ვაჭრობას შეეხება. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებით, მომავალში ამერიკა ირანის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებასაც გეგმავს.  

თეირანმა კი ზეწოლის ფონზე ვაშინგტონთან დიალოგი გამორიცხა.

პარალელურად, ირანის დიდ ქალაქებში ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციები მიმდინარეობს. სამართალდამცველებთან დაპირისპირებას უკვე ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 

დღის ამბები