05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. ტყის მასივი შტატის ცენტრალურ და სამხრეთ რაიონებში იწვის.

ხანძრის ლოკალიზებას 4 ათას 500-ზე მეტი მეხანძრე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ცდილობს.

ოპერაციაში სახანძრო ავიაციაც მონაწილეობს. ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი უწყობს ხელს.

საცხოვრებელი სახლების დატოვება ათასობით ადგილობრივ მცხოვრებელს მოუწია. შტატში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს. 

დღის ამბები