05 ოქტომბერი 2024,   18:30
ვრცლად
საუდის არაბეთმა კანადის ელჩი გააძევა 

საუდის არაბეთმა კანადის ელჩი გააძევა. დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად 24 საათი აქვს.

ამავდროულად, საუდის არაბეთის ელჩი გამოიწვიეს კანადიდანაც. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კრიზისის მიზეზი, ოფიციალური ოტავას მიერ საუდის არაბეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების კრიტიკა გახდა.

ოფიციალურმა ერ-რიადმა განცხადება, ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა.

დიპლომატიური სკანდალის ფონზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ხელშეკრულებების გაყინვაც მოხდება.

დღის ამბები