05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
ავიაკატასტროფა კალიფორნიაში - გარდაცვლილია 5 ადამიანი

ავიაკატასტროფას კალიფორნიის შტატში მსხვერპლი მოყვა. შემთხვევა ქალაქ სანტაანას აეროპორტიდან კილომეტრ ნახევრის დაშორებით მოხდა.

მცირე ზომის თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 5 ადამიანი, მიწაზე არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა სადგომზე გაჩერებული რამდენიმე ავტომობილი.

გავრცელებული ცნობით, ავიაკატასტროფამდე პილოტმა განგაშის სიგნალი ჩართო, თუმცა კონკრეტულად რამ გამოიწვია თვითმფრინავის ჩამოვარდნა ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები