05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
შვეიცარიაში ავიაკატასტროფას ეკიპაჟის 3 წევრი და 17 მგზავრი ემსხვერპლა

ავიაკატასტროფა შვეიცარიაში - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ვინტაჟური თვითმფრინავი ქვეყნის სამხრეთ რეგიონში, მთებში ჩამოვარდა. ბორტზე ეკიპაჟის 3 წევრი და 17 მგზავრი იმყოფებოდა, რომლებიც ორ დღიანი ავიატურიდან ციურიხში ბრუნდებოდნენ.

კატასტროფას ვერც ერთი მათგანი ვერ გადაურჩა. გარდაცვლილთა შორის სამი ავსტრიის მოქალაქეა. მომხდარის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება. ოპერატორმა კომპანიამ კი შემოწმების დასრულებამდე ყველა ექსკურსია გააუქმა. 

დღის ამბები