05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
დეკრეტული შვებულების შემდეგ, ახალი ზელანდიის პრემიერმა პირველი სამუშაო დღე მთავრობის სხდომით დაიწყო

დეკრეტული შვებულების შემდეგ, ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი კაბინეტს დაუბრუნდა. პირველი სამუშაო დღე ჯასინდა არდერნმა მთავრობის სხდომის ჩატარებით დაიწყო.

პრემიერ-მინისტრმა პირველ ვიცე-პრემიერსა და სხვა კოლეგებს მადლობა გადაუხადა შვებულების პერიოდში გაწეული სამსახურისთვის.

ჯასინდა არდერნი მსოფლიოს მეორე ლიდერია, რომელმაც მოვალეობის შესრულების დროს იმშობიარა. 21 ივნისს მას პირველი შვილი შეეძინა.

დღის ამბები