17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ქარელის სამშობიაროში 5 შვილის დედა გარდაიცვალა

ქარელის სამშობიაროში 5 შვილის დედა გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელის მოხდა. 35 წლის ლალი ცხვედაძე მე-6 შვილს ელოდებოდა.

სამწუხაროდ, ექიმებმა ვერც დედის და ვერც შვილის გადარჩენა ვერ შეძლეს.

სარაულის სახელობის გინეკოლოგიურ კლინიკა დასტაქარში მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ.

გარდაცვლილის ოჯახს წევრები კი ექიმების არაკომპეტენტურობაზე საუბრობენ და მათ დასჯას ითხოვენ.

ისინი ამბობენ, რომ მშობიარე, ანესთეზიის შემდეგ, საკეისრო კვეთამდე გარდაიცვალა.

დღის ამბები