17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
„ამის შესახებ გეტყვით, როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტად" - სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეზე

სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, შევა თუ არა პრეზიდენტის სასახლეში იმ შემთხვევაში, თუ ის არჩეული იქნება პრეზიდენტად.

საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით მიღებული აქვს, თუმცა, ამ ეტაპზე მისი გახმაურებისგან თავს შეიკავებს.

„ამის შესახებ მე გეტყვით როგორც კი ვიქნები არჩეული პრეზიდენტად. ალბათ, ჩემთვის მაქვს გადაწყვეტილი, მაგრამ თქვენ გეტყვით მოგვიანებით,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

დღის ამბები