სოფელ ლიხაურში აქცია მეოთხე დღეა, გრძელდება. ადგილობრივები მდინარე აჭის წყლიდან ქვიშა-ღორღის გატანას აპროტესტებენ და სოფელში არსებული კარიერების დახურვას ითხოვენ.
ადგილობრივების თქმით, ისტორიულ სოფელში ჩამომავალ მდინარე აჭზე ათეულობით კარიერი ფუნქციონირებს, რაც საფრთხეს უქმნის სოფელს.
მათივე თქმით, ადგილზე კანონის დარღვევით მიმდინარეობს ქვიშა-ღორღის მოპოვება, რაც მდინარეში ღრმულების გაჩენას ხელს უწყობს და საშიშროებას უქმნის ბავშვებს.
"შეწყდეს აჭის წყალზე ინერტული მასალების მოპოვება და სასწრაფოდ გაიყვანონ ტექნიკა," - აცხადებენ ადგილობრივები.