03 ოქტომბერი 2024,   06:41
ვრცლად
აქცია ე.წ. "დეზერტირების" ბაზრობასთან - ადგილობრივი მცხოვრებლები გარე ვაჭრობას აპროტესტებენ

თბილისში დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა. ე.წ. "დეზერტირების" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეები გარე ვაჭრობას აპროტესტებენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარე მოვაჭრეები ბაზრის ტერიტორიაზე უნდა დასაქმდნენ. მათი თქმით, გარე ვაჭრობის გამო მათ საცხოვრებელ სახლებთან ანტისანიტარია და აუტანელი სუნია.

აქციის მონაწილეები მერიას საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებენ.

აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია. 

 

 

დღის ამბები