შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, ომის დროს სამინისტროს დაღუპული თანამშრომლების ოჯახის წევრებთან ერთად, დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო. აგვისტოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა. დაღუპული თანამშრომლების შვილებმა მამების თანამებრძოლებისა და მეგობრებისგან მოისმინეს მშობლების გმირობის ისტორიები.