ხმაური ზუგდიდის ბაზარში - ადმინისტრაცია და მოვაჭრეთა ნაწილი ტერიტორიაზე მშენებლობას აპროტესტებენ.
მათი თქმით, ფართი საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ოჯახმა უკანონოდ შეისყიდა.
მოვაჭრეები სამართალდამცველებს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. ადგილზე იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც.
„მე მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, დაინტერესდნენ ამ ფაქტით და დაინტერესდნენ იმით, რომ თანამდებობის პირებმა ვერ შეძლონ თავიანთი გავლენების გამოყენება, საკუთარი ბიზნესის მოსაწყობად, მშიერი ხალხის ხარჯზე,“ - განაცხადა ზუგდიდის საკრებულოს წევრმა, ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ.