17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
10 წელი აგვისტოს ომიდან - ზურაბიშვილმა საქართველო ომის დაწყებაში მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ყოფნისას კიდევ ერთხელ დაადანაშაულა 

ომი სააკაშვილის გიჟური ახირება იყო - აგვისტოს ომიდან 10 წლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ის რაც არაერთხელ უთქვამს და რუსულ ინტერვენციაში კვლავ საქართველო დაადანაშაულა. ამჯერად პრეზიდენტობის კანდიდატმა იმის თაობაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო განცხადება, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი არ ყოფილა ვინც დღეს 8 აგვისტოს ომის რუსული ვერსია გააჟღერა. იგივე გაიმეორა ნინო ბურჯანაძემაც, რომელმაც თქვა, რომ , რომ არა სააკაშვილის ახირება ეს ომი არ მოხდებოდა. ნინო ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის გასამართლებაც კი მოითხოვა. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტის დასჯა აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობების გაუმჯობესების ერთადერთი გზაა.

საქართველომ დაიწყო ომი - რუსეთის ამ გზავნილს და სალომე ზურაბიშვილის ნარატივს დღეს მმართველი გუნდი გაემიჯნა. კომენტარის გაკეთება არ ისურვა პრეზიდენტმაც.

იუსტიციის მინისტრმა კი განაცხადა, რომ ამ განცხადებებზე პასუხი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება, რომელიც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებები ანტისახელობრივ პოლიტიკურ ნაბიჯებად შეაფასა ოპოზიციამ. მეტიც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სალომე ზურაბიშვილს სასარგებლო იდიოტი უწოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები