05 ოქტომბერი 2024,   18:23
ვრცლად
დამანგრეველი მიწისძვრა- ინდონეზიაში ბიძგების სიმძლავრემ 5,9 მაგნიტუდას მიაღწია

დამანგრეველი მიწისძვრიდან რამდენიმე დღეში, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე ძლიერი ბიძგები განმეორდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ დღეს 5,9 მაგნიტუდას მიაღწია.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა დაინგრა წინა მიწისძვრის დროს დაზიანებული შენობების ნაწილი.

ინდონეზიის პოპულარულ კუნძულზე, უკვე ორი კვირაა სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ლომბოკის ჩრდილოეთ რეგიონებს ერთკვირიანი ინტერვალით ორი ძლიერი მიწისძვრა დაატყდა თავს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 350-ს აღწევს.  

დღის ამბები