პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით სოფელ ჭელაში ბიბლიოთეკა გაიხსნა.
მუსლიმთა სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში ბიბლიოთეკა, ადმინისტრაციის უფროსმა დაათვალიერა.
გიორგი აბაშიშვილმა, ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას” ფარგლებში, სოფელ ჭელას ბიბლიოთეკას კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
გიორგი აბაშიშვილი ადგილობრივი თემის წარმომადგენლებსაც შეხვდა. შეხვედრაზე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ისაუბრეს.