17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
სახლების დატბორვის საფრთხე ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებაში - მდინარე ყოროლა კალაპოტიდან გადმოვიდა

ადიდებულმა მდინარე ყოროლამ ბათუმში, ე.წ. ბენზეს დასახლებას საფრთხე შეუქმნა. უხვი ნალექის გამო ადიდებული მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და ეზოები დატბორა.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ დასახლება ყოველი წვიმის დროს იტბორება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მიმართეს მერიას რეაგირება არ ხდება. მოსახლეობა დამცავი ჯებირების მოწყობას ითხოვს.

„ყოველი წვიმის დროს ასეთ დღეში ვართ. ერთადერთი ამას ითხოვთ, რომ ჯებირი გაგვიკეთონ. ვინმე არის მოსული?- არავინ. რომ წაგვლეკავს მერე კი არ გვჭირდება მოსვლა და პატრონობა, სანამ რაღაც მოხდება მანამდე მოვიდნენ, ჯებირები გააკეთონ,“-განაცხადა ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

დღის ამბები