03 ოქტომბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ან არ შეძლო საქართველოს ინტერესების დაცვა"

უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, ამ დროისთვის აღმოსვლეთ უკრაინაში ინტენსიური ბრძოლები შეწყვეტილია და ქართველი ჯარისკაცები პოზიციებს ინარჩუნებენ.

მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, მინსკის მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების პუნქტები ნაწილობრივ შესრულებულია, თუმცა შეთანხმების ნაწილი პრორუსი სეპარატისტების მხრიდან კვლავაც ირღვევა.

ქართული ლეგიონის მეთაური უკარაინაში მებრძოლი ქართველების მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლება მათ გაემიჯნა და სათანადო მხარდაჭერა არ აღმოუჩინა. მისივე თქმით, ისინი არ წარმოადგენენ პოლიტიკურ ჯგუფს და არიან საქართველოს ინტერესების დამცველი ადამიანები.

„ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ან არ შეძლო საქართველოს ინტერესების დაცვა. ჩვენ ვაკეთებთ ამას ძალიან ბევრის მაგივრად,” - განაცხადა უკრაინაში მებრძოლი ქართული ლეგიონის მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები