03 ოქტომბერი 2024,   06:42
ვრცლად
ბათუმში მოკლული პოლიციელი შესაძლოა შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა

ბათუმში პოლიციელ თარეშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული რამაზ დევაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს შემთხვევა გაუფრთხილებლობას უკავშირდება.

ეს განცხადება ადვოკატებმა ბრიფინგზე გააკეთეს. დაცვის მხარე საქმის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს.

გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

ადვოკატ ირაკლი გაბრიჭიძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, თარეშ მუკბანიანი შემთხვევითმა გასროლამ იმსხვერპლა.

„შემთხვევითი გასროლა ხდება ქვემოდან ზემოთ, რაც ადასტურებს იმას, რომ გასროლა მოხდა იარაღის განმუხტვის დროს,” - განაცხადა ირაკლი გაბრიჭიძემ.

ადვოკატმა პაატა შავაძემ კი აღნიშნა, რომ ისინი ხულიგნობის ბრალდების გამორიცხვას მოითხოვენ.

„პოზიცია მიმართულია იქით, რომ ადგილი ჰქონდა რეალურად სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას,” - განაცხადა პაატა შავაძემ.

მტკიცებულებებს ადვოკატები ბრალდების მხარეს უახლოეს დღეებში გადასცემენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები