05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
სროლა ლას-ვეგასში - შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გახსნა

სროლა ლას-ვეგასში - შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გახსნა. თავდამსხმელი იმავე მაღაზიის დაცვის სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა. შემთხვევას კი წინ სავაჭრო ცენტრის მენეჯერთან სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ ეჭვმიტანილმა ცეცხლი სამართალდამცველებსაც გაუხსნა. ძალოვანებმა ის საპასუხო სროლის დროს დაჭრეს.

დაკავებული ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა. სავაჭრო ცენტრში მომხდარი უთანხმოების მიზეზს გამოძიება ადგენს.

დღის ამბები