05 ოქტომბერი 2024,   18:31
ვრცლად
იორდანიაში სპეცოპერაციას სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა

იორდანიაში სპეცოპერაციას სამი სამართალდამცველი ემსხვერპლა. სამართალდამცველებმა ალყაში მოაქციეს შენობა, რომელსაც მებრძოლები აფარებდნენ თავს.

ეჭვმიტანილებმა შტურმის დროს შენობის ნაწილი ააფეთქეს, რასაც სამი ძალოვანი ემსხვერპლა. ოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა სამი ეჭვმიტანილიც დააკავეს, თუმცა დამნაშავეების ძებნა კვლავ გრძელდება.

ისინი ორი დღის წინ მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში არიან ეჭვმიტანილი, რომლის დროსაც, ერთი პოლიციელი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 



დღის ამბები