05 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
"ომი ჩვენებმა დაიწყეს" - ცნობილი რუსი მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი აგვისტოს ომის გამო საქართველოს ბოდიშს უხდის

ცნობილი რუსი მწერალი და პუბლიცისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი 2008 წლის მოვლენების გამო საქართველოს ბოდიშს უხდის.

"ეხო მოსკვის" ეთერში შენდევიჩმა განაცხადა, რომ ომი რუსეთმა კი არა, საქართველომ გადაიტანა და შედეგად, საკმაოდ დიდი ტერიტორიაც დაკარგა.

მისი თქმით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთში რეპეტიცია გაიარა, შემდეგ კი დახვეწილი ფორმით ანალოგიური უკრაინაში გაიმეორა.

"ომი ჩვენ კი არა საქართველომ გადაიტანა, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია წაართვეს, ჩვენ ეს ომი "ვერ შევნიშნეთ", ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ათი წლის წინ ახალი რუსული იმპერიალიზმი დაავადების აქტიურ ფაზაში შევიდა. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით. მანამდე ფორმალურად საკუთარი ტერიტორიაზე, ჩეჩნეთში ვღვრიდით სისხლს. 10 წლის წინ კი პუტინის პირველი ინტერვენცია განხორციელდა. რუსეთმა სამხრეთ ოსეთში მოთელვა გაიარა, შეიმუშავა პიარის და პროპაგანდის, სამხედრო თუ დიპლომატიური მექანიზმები. დასავლეთმა ეს გადაყლაპა და გადაწყვიტა არ შეამჩნიოს. მე ბოდიში უნდა მოვიხადო.

"10 წლის წინ ვხვდებოდი რომ ჩვენები ტყუოდნენ, მაგრამ მე ვერ წარმომედგინა ტყუილის სრული მასშტაბი. ათი წლის წინ მე ამაში პუტინსა და სააკაშვილს თანაბრად ვდებდი ბრალს. არ არის აქ არანაირი თანაბარი პასუხისმგებლობა. ომი ჩვენებმა დაიწყეს მანამდე ჩვენი სამხედროები შედიოდნენ ტერიტორიაზე, პროვოცირებას უკეთებდნენ, სცემდნენ ხალხს, აწყობდნენ აფეთქებებს, ომი დაიწყო 8 რიცხვამდე, სააკაშვილი პასუხობდა შეჭრაზე. არასდროს მომხდარა ისტორიაში, რომ ქვეყანა, რომელმაც სამხედრო თვალსაზრისით მსოფლიოს წინააღდეგ დააყენა საკუთარი თავი, გამარჯვებული ყოფილიყო და ჩვენ, რა თქმა უნდა, წავაგებთ. ჩვენ ვიხდით საფასურს და მომავალშიც გადავიხდით,“ - განაცხადა ვიქტორ შენდეროვიჩმა.

დღის ამბები