05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი საბერძნეთში - კუნძულ ევბეადან 500-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთში კვლავ ტყის ძლიერ ხანძარს ებრძვიან. სტიქია ამჯერად კუნძულ ევბეას დაატყდა თავს.

ევაკუირებულია კუნძულის რამდენიმე დასახლებაში მცხოვრები 500-ზე მეტი ადამიანი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.

ათენთან ახლოს მდებარე კუნძულზე მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, რეგიონში 250 მეხანძრე და 62 ერთეული სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.

ევბეაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. წელს, მასშტაბურ ტყის ხანძრებს საბერძნეთის ცენტრალურ რეგიონებში უკვე 94 ადამიანი ემსხვერპლა.


დღის ამბები