05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
აფეთქება სირიაში - გარდაცვლილთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა 

სირიაში იარაღის საწყობის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 39-მდე გაიზარდა - აქედან 12 ბავშვია.

შემთხვევა იდლიბის პროვინციის ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა. იარაღის საწყობის აფეთქებამ, რომელიც საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარეობდა, სრულიად გაანადგურა 2 შენობა.

დაშავებულია 40-ზე მეტი ადგილობრივი, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაკარგულად ითვლება რამდენიმე ათეული ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზი.

ადგილზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დღის ამბები