05 ოქტომბერი 2024,   18:29
ვრცლად
ტაივანში, მოხუცთა თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა

ტაივანში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 9 ადამიანი ემსხვერპლა. ცეცხლი გვიან ღამით ტაიბეი-ში მდებარე მოხუცთა თავშესაფარს გაუჩნდა.

ხანძრის დროს შენობაში 32 პაციენტი იმყოფებოდა. დაშავებულია 16 ადამიანი.

მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს. პაციენტები და სამედიცინო პერსონალი დაზიანებული შენობიდან დროებით თავშესაფარში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. 

დღის ამბები