05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
მასშტაბური გამოსვლები რუმინეთი - ევროკომისარი ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროკომისარი იუსტიციის საკითხებში რუმინეთის ხელისუფლებას სასამართლო რეფორმის გადახედვისკენ მოუწოდებს. განცხადება ვერა იუროვამ მასობრივი გამოსვლების ფონზე გააკეთა.

ევროკომისარი აცხადებს, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტები მოსამართლეების დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის და პროკურორების კომპეტენციას ზღუდავს, რაც სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობას ზრდის.

ევროკომისარს მიაჩნია, რომ მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის ფონზე რუმინეთის მთავრობამ კანონპროექტს უნდა გადახედოს. რუმინეთში კი მასშტაბური პროტესტი ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით გრძელდება.

პოლიციელებთან შეტაკებების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები