05 ოქტომბერი 2024,   18:24
ვრცლად
ესპანეთში მუსიკისა და სპორტის ფესტივალზე 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ესპანეთში მუსიკისა და სპორტის ფესტივალზე 130-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ქალაქ ვიგოში კონცერტის მსვლელობის დროს ხის პლატფორმა ჩაინგრა. წინასწარი ინფორმაციით, კონსტრუქციამ ხალხის მასის სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა.

შედეგად ასობით ადამიანი წყალში გადავარდა. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო ჯგუფები. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

4 ადამიანის მდგომარეობას ექიმები კრიტიკულად აფასებენ. მომხდარის გამო დაწყებულია გამოძიება. ფესტივალი კი გაუქმდა. 

დღის ამბები