03 ოქტომბერი 2024,   06:37
ვრცლად
სავალუტო კრიზისის გამო თბილისში მაღაზიები იხურება

მეორადი საქონლის მაღაზიებში ბოლო დღეების განმავლობაში ფასები გაიზარდა. ამ ბიზნესში ჩართული ადამიანები ამბობენ, რომ პროდუქციას დოლარით ან ევროთი ყიდულობენ, აქ კი ლარზე ყიდიან. სავალუტო კრიზისის გამო ისედაც მცირე მოგებას ვეღარ ნახულობენ და ფასების გაზრდა უწევთ. მიმზიდველი კი მათი ბიზნესი სწორედ დაბალი ფასების გამო იყო, ამიტომ მყიდველიც მოაკლდათ.

გაზრდილ ფასებს და მყიდველების ნაკლებობას უჩივიან "ლილო მოლშიც." ფინანსურ პრობლემებზე ლაპარაკობენ, როგორც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, ასევე საოჯახო ტექნიკის გამყიდველებიც. ამბობენ, რომ უკვე ჩამოტანილ ნივთებს გაყიდიან და თუ ეკონომიკური მდგომარეობა არ შეიცვალა, ახალი პარტიის ჩამოსატანად აღარც წავლენ.

პროდუქციის შემოსატანად ბანკიდან აღებულ სესხებზე ლაპარაკობენ ელიავას ბაზრობაზეც. პროდუქცია უმეტეს შემთხვევაში აქაც უცხოეთიდან შემოაქვთ და შესაბამისად დოლარს იხდიან. ფასებს ვერ ზრდიან, რადგან რემონტის გაკეთების მსურველთა რაოდენობა ქვეყანაში ასევე შემცირდა.

სავლუტო კრიზისის გარდა, გამყიდველები სხვა პრობლემაზეც მიუთითებენ. ისინი ამბობენ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობის პარალელურად, ბაზრობების მფლობელები გადასახადებს უძვირებენ.

დღის ამბები