17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
"რატომ მიაწოდა სუს-მა არასწორი ინფორმაცია გერმანულ მხარეს" - ელისო კილაძე პროკურატურაში იმყოფება

სტრასბურგში დაგეგმილი შეხვედრების ჩაშლის მიზეზების გასარკვევად ელისო კილაძე თბილისის პროკურატურაში მივიდა. უწყებაში გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ერთი საათია, იმყოფება.

ტერორისტული საქმიანობაში დადანაშაულების გამო გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ზაზა სარალიძე რამდენიმე დღის წინ ევროპაში არ შეუშვეს.

ელისო კილაძე შვილმოკლულ მამებთან ერთად, სტრასბურგში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც დავით სარალიძის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეებზე უნდა ესაუბრათ, თუმცა კილაძის განცხადებით, ევროპულ ქვეყნებში თბილისიდან გაიგზავნა წერილები, სადაც ნათქვამია, რომ ჯგუფის წევრი - მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორისტულ საქმიანობაში არის ბრალდებული.

„ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააგზავნა დახურული ფაილით ცნობა, რომ ვიზიტის ორგანიზატორს, ამერიკის მოქალაქეს, პაატა აბჟანდაძეს, ელისო კილაძეს და ზაზა სარალიძეს შეჰყავდა ევროპის ტერიტორიაზე პირი, რომელიც აირს ტერორიზმის ხელშეწყობაში ეჭვმიტანილი და ძებნილი. მე ყველა მასალა, რაც მქონდა, გადავაგზავნე, როგორც გერმანიის ფედერალურ პოლიციაში, ისე აშშ-ში, ასევე განცხადებით მივმართე მთავარ პროკურატურას, რომ დაეწყო გამოძიება, რატომ მოხდა ვიზიტის ჩაშლა და რატომ მიაწოდა სუს-მა არასწორი ინფორმაცია გერმანულ მხარეს,“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები