05 ოქტომბერი 2024,   18:27
ვრცლად
ლიეტუვა რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში ახალ ავიაბაზას აგებს

ლიეტუვა რუსეთის საზღვრიდან 60 კილომეტრში ახალ ავიაბაზას აგებს. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამხედრო ბაზა ქალაქ კაზლუ-რუდაში განლაგდება. ავია პოლიგონი ბალტიისპირეთში პირველი ობიექტი გახდება, რომელიც ნატო-ს სტანდარტების სრულად შეესაბამება. საწვრთნელ ბაზაზე საჰაერო ძალების სამხედროებს მოამზადებენ, სადაც ჯარისკაცები სახმელეთო ობიექტების დაბომბვაში ივარჯიშებენ.

ავიაპოლიგონის მშენებლობაში ამერიკელი ინჟინრები და შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ქვედანაყოფები მონაწილეობენ.

პროექტს ნატო რუსეთის შეკავების პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებული ამერიკის ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივის პროგრამა აფინანსებს. ახალი ავიაპოლიგონი შემოდგომაზე გაიხსნება. 

დღის ამბები