05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
თავდასხმა ლონდონის ცენტრში - უცნობმა მამაკაცმა პარლამენტის შენობასთან გამვლელებს მანქანა შეაჯახა

თავდასხმა ლონდონის ცენტრში. უცნობმა მამაკაცმა პარლამენტის შენობასთან გამვლელებს და დამცავ ღობეს მანქანა შეაჯახა.

დაშავდა რამდენიმე ადამიანი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები რამდენიმე წუთში მივიდნენ და ეჭვმიტანილი დააკავეს. ის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

მომხდარის გამო ვესტმინსტერის მიმდებარე ქუჩები გადაკეტეს, პარლამენტის შენობასთან კი შეიარაღებული პოლიციელების ჯგუფები განალაგეს. 

დღის ამბები