არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ეხება, თბილისის საკრებულოს უმრავლესობაში ეხმაურებიან.
დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თბილისის მთავრობას მოუწოდეს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მორიგი მშენებლობის ნებართვა არ გასცეს. მესამე სექტორი მოუწოდებენ თბილისის მერიას და საკრებულოს, არ გასცენ ნებართვა ახალი მშენებლობისათვის და დიღმის ტყე-პარკის მთელი ტერიტორია გამოაცხადონ ლანდშაფტურ-რეკრეაციულ ზონად.
„გვეუბნებიან, რომ ეს არის რეკრეაცია და შეუნარჩუნეთ. ეს თუ რეკრეაციაა, მაშინ რეკრეაცია რა არის, მათ მე მგონი საერთოდ არ ესმით. ჩვენ რომ გამოვისყიდით და რაზეც შენობა არ არის განთავსებული, იმაზე თუ გვიჩივლებენ, გვიჩივლონ. დაინტერესებული პირები, ესწრებოდნენ შესაბამისი კომისიის სხდომას, სადაც მათ სიმართლე რეალობა და ყოველივე ეს, რასაც ახლა გეუბნებით, განემარტათ, გამოვიდნენ ამის შემდეგ და გააკეთეს სრულიად ტყუილზე დაფუძნებული ბრიფინგი,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა.
ივნისში, ქალაქის არქიტექტურის სამსახურმა კომპანია „ანაგს“-ის სამშენებლო პირობები განუსაზღვრა, რომლის თანახმადაც ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსი უნდა აშენდეს.