05 ოქტომბერი 2024,   18:28
ვრცლად
ერდოღანმა ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადები გაზარდა

თურქეთი და შეერთებულ შტატები სავაჭრო ომის ზღვარზე არიან. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა განკარგულებას და ამერიკულ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადები გაზარდა. ახალი რეგულაციის თანახმად, ავტომობილების საბაჟო გადასახადი 120 პროცენტით იზრება, ალკოჰოლზე 120 პროცენტით, თამბაქოსა და კოსმეტიკურ ნაწარმზე 60 პროცენტით.

ანკარაში აცხადებენ, რომ ეს ზომა ვაშინგტონის მხრიდან თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმის საპასუხო ნაბიჯია. სწორედ ვაშინგტონს ადანაშაულებს თურქეთი სავალუტო კრიზისში.

ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით ამერიკელი პასტორის დაპატიმრების შემდეგ ვაშინგტონმა თურქ მინისტრებს ჯერ სანქციები დაუწესა, მოგვიანებით კი ლითონებზე საბაჟო გადასახადები გაუორმაგა.

ამ ფონზე თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა, კურსი 18 პროცენტით დაეცა. რეჟეპ ტაიპ ერდოღანმა ვაშინგტონის ქმედება ზურგში დანის დარტყმად შეაფასა.

დღის ამბები