05 ოქტომბერი 2024,   18:25
ვრცლად
მაიკ პენსი ოფიციალურ ანკარას მოუწოდებს, არ გამოსცადონ დონალდ ტრამპის მოთმინება და დაკავებული ამერიკელი პასტორი გაათავისუფლონ

შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ოფიციალურ ანკარას მოუწოდებს არ გამოსცადონ დონალდ ტრამპის მოთმინება და დაკავებული ამერიკელი პასტორი გაათავისუფლონ. სოციალურ ქსელ "ტვიტერში" გამოქვეყნებულ განცხადებაში მაიკ პენსი წერს, რომ პასტორი ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულოა და სამართლიანობა მის გათავისუფლებას მოითხოვს.

"შეერთებული შტატების პრეზიდენტს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, შეერთებულ შტატებში დააბრუნოს უცხო ქვეყნებში უსამართლოდ დაპატიმრებული ამერიკის მოქალაქეები." - წერს მაიკ პენსი.

თურქეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი პასტორი ორ ქვეყანას შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დაპირისპირების გამო, ანკარამ და ვაშინგტონმა ორ ქვეყნაში წარმოებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს, რასაც თურქული ლირის კურსის ვარდნა მოჰყვა.

დღის ამბები