05 ოქტომბერი 2024,   18:21
ვრცლად
"დედების მარში" - მოსკოვში არასანქცირებული მსვლელობა მოეწყო

საპროტესტო აქცია მოსკოვის ცენტრში - არასანქცირებული მსვლელობა სახელწოდებით "დედების მარში," რუსეთის დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები ე.წ. ექსტრემისტული ორგანიზაციის შექმნის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდების წინასწარი პატიმრობიდან შინაპატიმრობაში გადაყვანას, მათი ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მოითხოვენ. დაკავებულები 18 და 19 წლის ახალგაზრდა ქალები აცხადებენ, რომ ჩვენების მიცემის მიზნით სამართალდამცველები მათ მიმართ წამებასა და დაშინებას ახორციელებენ. ბრალდების მხარე მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. ადვოკატები ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. ამ საქმესთან დაკავშირებით სულ 10 ადამიანია დაკავებული.

დღის ამბები