05 ოქტომბერი 2024,   18:26
ვრცლად
მადონა იუბილარია - პოპ ვარსკვლავი 60 წლის გახდა

მადონა იუბილარია - პოპ ვარსკვლავი, რომელმაც მსახიობის, მწერლისა და რეჟისორის პროფესიაც არაერთხელ მოირგო, 60 წლის გახდა.

კარიერის განმავლობაში მას 10 საკონცერტო ტურნე აქვს გამართული. გაყიდული ალბომების რიცხვი კი 300 მილიონს აჭარბებს. ამით მადონა გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლადაა აღიარებული. პოპ ვარსკვლავი მუსიკალური მოღვაწეობის გარდა ქველმოქმედებასაც ეწევა.

ივლისის ბოლოს მადონამ მალაველი ბავშვების დასახმარებლად კამპანია დაიწყო და 24 საათში 10 მილიონი დოლარი მოაგროვა.

დღის ამბები