03 ოქტომბერი 2024,   06:32
ვრცლად
თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს

თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს. ახალი აბრეშუმის გზის კონფერენციის დეტალებზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე იმსჯელეს.

ორდღიანი ფორუმი 15-16 ოქტომბერს გაიმართება.

პირველი დღე მინისტერიალს დაეთმობა, რომელზეც მაღალი დონის სტუმრები აბრეშუმის გზის კონცეფციას, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და ვაჭრობის საკითხებს განიხილავენ.

მეორე დღეს კი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და კონკრეტულ პროექტებზე იმსჯელებენ.

ფორუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 200-ზე მეტი სტუმარი ეწვევა.

დღის ამბები