03 ოქტომბერი 2024,   06:46
ვრცლად
მეორე მსოფლიო ომისდროინდელმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

ლოს-ანჯელესში, სანტა-მონიკაში მცირე ზომის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა.

როგორც აღმოჩნდა, მასში ჰოლივუდის მსახიობი ჰარისონ ფორდი იმყოფეობდა. იგი გადარჩა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, სერიოზულად დაშავდა.

მსახიობი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

72 წლის ჰარისონ ფორდი თვითმფრინავს თავად მართავდა, როცა ის აფრენიდან მალევე სანტა-მონიკას გოლფის მოედანზე ჩამოვარდა.

თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომისდროინდელი იყო და საკოლექციო ნიმუშს წარმოადგენდა.

 

დღის ამბები