03 ოქტომბერი 2024,   06:38
ვრცლად
პრობლემები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში - რა გეგმა აქვს სამინისტროს?

ჯანდაცვის სამინისტრო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურების გასაუმჯობესებლად ახალ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.

გამოძახებებზე სასწრაფოს დაგვიანების მხრივ არსებული პრობლემები მინისტრმა დავით სერგეენკომ სასწრაფო სამედიცინო ცენტრის, მერიის ჯანდაცვის სამსახურისა და 112-ის ხელმძღვანელებთან ერთად განიხილა.

სერგეენკოს თქმით, გამოკვეთილია რამდენიმე კრიტიკული მიმართულება და ამის გამოსასწორებლად ახალ სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ.

შეხვედრას მერის მოადგილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის მთავარი მიზეზი გამოძახებებზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების დაგვიანების გახშირებული ფაქტები გახდა.

დღის ამბები